შევძლებთ დავასრულოთ ოკუპაცია - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საზოგადოებას "აფხაზეთობა" მიულოცა. შესაბამისი მისალოცი ტექსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მხოლოდ მშვიდობით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით და ევროპული მომავლის უზრუნველყოფით შევძლებთ დავასრულოთ ოკუპაცია და ერთად ვიცხოვროთ გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში.

გილოცავთ აფხაზეთის დღეს", - ნათქვამია კახა კუჭავას მილოცვაში.