"შევქმნათ კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

სააკაშვილი პარტია "საქართველოსთვის" ფრაქციას მიმართავს.

"მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. 

გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, "ნაციონალურ მოძრაობას", დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.

მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას", - მიხეილ სააკაშვილი.