შოკში ვიყავი - ვიოლა ფონ კრამონი პოზნერის ვიზიტზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ფორმულას" ეთერში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სამეგობროს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. 

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მომხდარის გამო შოკში იყო.

"ძალიან დავიბენი. დილის 08:00 საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ გადაადგილების შეზღუდვებსა და წესებს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საქართველოში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო" - ამბობს ევროპარლამენტარი.