სიმართლე გითხრათ, სააკაშვილისგან მონანიებას არ ველოდი - ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტისგან დანაშაულებზე მონანიებას არც ელოდა, თუმცა სასიამოვნო იქნებოდა. მან სააკაშვილს წიტყვის დროს გაკეთებული აქცენტებიც დაუწუნა და თქვა, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როდესაც განსასჯელმა ოპონენტებს "პუტინის მონები" უწოდა. 

„მიმაჩნია, რომ მეც და ყველა ამ ქვეყნის ნორმალური მოქალაქე რაღაც ფერხულში ვართ ჩართული, რომ პუტინის რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ. დღედაღამ ამაზე ვფიქრობ. ესეც შეურაცხყოფაა. 

არ ველოდი, რომ სააკაშვილი გამოვიდოდა, მოინანიებდა. მისთვის იყო კარგი. რომ გამოდიხარ და არათუ სინანულს გრძნობ, აბიაბრუებ ყველაფერს, რის გამოც გადაგირჩიეს, რის გამოც შეგიძულეს. გამოდიხარ და ამბობ, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობდა. პიარი იყო და ამის შემდეგ უარესს მეუბნები, რომ ვიღაც ქურდები ჩავიდნენ ერევანში და იმ ქურდების დაძახილზე გამოვიდა 7 ნოემბერს რუსთაველზე ხალხი, ამით კიდევ უფრო მეტ შეურაცხყოფას მაყენებ. რა ქურდმა უსოიანმა?! სიმართლე გითხრათ, მისგან მონანიებას არ ველოდი“, - განაცხადა ელისაშვილმა.