სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმი მიმდინარეობს - VIDEO

სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ადმინისტრაციის შტურმით აღებას ცდილობენ. მათ კარი შეამტვრიეს და შენობაში შეღწევას ცდილობენ.

ამჟამად, მოედანზე 1000-მდე ადამიანია შეკრებილი.

ძირითადი მოთხოვნა ჩატარებული არჩევნების უკანონოდ გამოცხადებაა, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი აჰრა ავიძბაა.