სომხური მხარე აზერბაიჯანისთვის დანაღმული ველების შესახებ რუკების გადმოცემისთვის უარს ამბობს - ილჰამ ალიევი

სომხური მხარე აზერბაიჯანისთვის დანაღმული ველების შესახებ რუკების გადმოცემისთვის უარს ამბობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიზანი გათავისუფლებული ტერიტორიების გაწმენდა და ინფრასტრუქტურის აღდგენაა.

განცხადება ილჰამ ალიევმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურების საბჭოს შეხვედრაზე გააკეთა.