მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო. ოლქის უბნის წარმომადგენლები ოლქის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

ისინი ფიქრობენ, რომ უბნის თავმჯდომარეები მოადგილეები და მდივნები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს.

მათი თქმით, თავმჯდომარეების სია წინასწარ ჰქონდათ გამზადებული და ხმათა უმრავლესობას ისინი არ აურჩევია და ეს კანონდარღვევაა.