სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

85 მომხრე, 8 წინააღმდეგი - პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილი აირჩია. 

ლილუაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. მისი კანდიდატურა პარლამენტს მას შემდეგ წარედგინა, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.