თამარ ჟვანიამ განმარტა რა შემთხვევაში გადადგება

,,თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, როგორიც საჭიროა", - ასე უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" დასმულ შეკითხვას, - რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს მან თანამდებობა.

,,ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის ნება ზედმიწევნით იყოს გადმოცემული. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ეს ყოველივე აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღიარებულია პარალელური დათვლის შედეგებით. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებით, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს,"- განცხადა თამარ ჟვანიამ.