თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თეონა აქუბარდია აირჩიეს. კომიტეტის წევრებმა აქუბარდიას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს

თეონა აქუბარდიას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფმა წარადგინა.