თავდაცვის მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა.

შეხვედრაზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა მინისტრს NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ახლადდანიშნული პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ წარუდგინა. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობის საკითხები განიხილეს და გამოთქვეს მზაობა ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით.