თავი საცივიდან ამოყეს თუ არა, რევოლუციურ სცენარზე რომ საუბრობენ, ძალიან სასაცილოა - წილოსანი

ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია და  თავი საცივიდან ამოყავი თუ არა, რევოლუციურ სცენარებზე რომ საუბრობ, ძალიან არასერიოზული და სასაცილოა, - ამის შესახებ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, კარგია, რომ სამართლიანმა არჩევნებმა მსგავს  რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. 

"სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დაარქმევს. დესტაბილიზაციის და ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად აღიკვეთება. მეორეს მხრივ, ამ ადამიანებს რადიკალიზმის გარდა, არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ. ძალიან მიხარია, რომ სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა ასეთ რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი მათ მიდგომებს აუცილებლად გადახედავს", - განაცხადა წილოსანმა. 

ცნობისთვის, გუშინ "ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ ემზადებიან მშვიდობიანი რევოლუციისთვის.