"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან აქციაა

"თავისუფლება მიშას" - რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის თანამოაზრეების აქცია დაიწყო.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები ერთი მოთხოვნით იკრიბებიან, - გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.