თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება სახელწოდებით - "ღირსებისა და თავისუფლებისათვის" იწყება. პარტიის მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე უკვე შეიკრიბნენ. 

შეკრებაში მონაწილეობენ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც. 

შეკრება 17:00 საათზეა დაგეგმილი. საზოგადოებას "ქართული ოცნების" ლიდერები მიმართავენ. 

ღონისძიება ქართველი შემსრულებლების მუსიკალური ნომრებით დასრულდება.