თბილისის მერობის კანდიდატებში კახა კალაძე ლიდერობს - IPSOS -ის კვლევა

IPSOS-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, თბილისში გამოკითხულთა 41% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 36% ნიკა მელიას ხოლო 13% გიორგი გახარიას. 4 % უჭერს მხარს ანა დოლიძეს, ხოლო 2% ანა გილიგაშვილს. სხვა მერობის კანდიდატებზე გამოკითხულთა რაოდენობის 4% გადაანაწილა. 

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს გამოკითხულთა 35% მხარს ქართულ ოცნებას უჭერს, 30% ნაციონალური მოძრაობას, ხოლო 9% - "საქართველოსთვის". 

სხვა პარტიების შედეგები ასე განაწილდა:

მთავარი არხის ინფორმაციით, მათი დაკვეთით მომზადებული კვლევა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდს დაეყრდნო. გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 21-დან 25 სექტემბრის პერიოდში. 

მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს მინის 3%-ია.