თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება

დეკემბრის შუა რიცხვებში რუსეთი თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ РИА Новости-ის რუსეთის სათათბიროს წევრმა, გრიგორი კარასინმა, პრაღაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოში, მომდევნო თვეში, რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიებები, ინციდენტების გარეშე ჩაივლის“, - განაცხადა კარასინმა. 

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა. კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი ამოცანა საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხში შესული ურთიერთობების მოგვარებაა.