თბილისში საპროტესტო მსვლელობას აწყობენ

თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქცია-მსვლელობას აწყობენ.

აქციის მონაწილეები, გლდანის გამგეობასთან გაჩერდებიან, შემდეგ რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართებიან, საბოლოოდ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, ისინი ამ ფორმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

"ჩვენ ნიკა მელიას მხარდაჭერას ვუცხადებთ. ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს, ეს არის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება არ არის მხოლოდ სამინისტროები, მათი ნაწილია გამგეობებიც და შესაბამისად, ჩვენი პროტესტი მოიცავს მათ შორის თვითმმართველობის ორგანოებსაც", - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.