"თქვენ ჭამეთ ცეცხლი" - აქცია წინანდლის სასტუმროსთან

"მოძრაობა საქართველოსთვის" წარმომადგენლები წინანდალში, სასტუმრო "რედისონ ქოლექშენის" მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ.

აღნიშნულ სასტუმროში გუშინ "ქართული ოცნების" უმრავლესობის ასობით წევრი იმყოფებოდა.

აქტივისტების თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობის პარალელურად, მმართველი ძალა არ ერიდება, რომ საკუთარი გართობისათვის ბიუჯეტიდან თანხა დახარჯოს.