თორნიკე რიჟვაძე: მანდატების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა

"მანდატების უმრავლესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მან ეს ფაქტი მთელ ქვეყანას მიულოცა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

საარჩევნო პროცესი და წინასაარჩევნო კამპანია იყო დაკავშირებული არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან, როგორც კოვიდთან, ასევე რიგი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ არჩევნების დისკრედიტაციასთან. თუმცა, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.