ტოვებს თუ არა თაკო ჩარკვიანი ,,სტრატეგია აღმაშენებელს"

ჯერჯერობით „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება არ მიმიღია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, გადაწყვეტილებას გიორგი ვაშაძესთან ერთად მიიღებს.

,,ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მე და გიორგი, ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი და თუ განსხვავებული ხედვები გვექნება, რომელიც შეიძლება იყოს, ან არ იყოს, ამას გავარკვევთ მე და გიორგი და არა სხვა, თუნდაც იქ მყოფი ადამიანები, ვინც სიით პარლამენტში მოხვდა,"- განაცხადა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში თაკო ჩარკვიანმა.