წალენჯიხის მერმა “წალენჯიხის თავისუფლების ქარტიას” ხელი მოაწერა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციაზე წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მანიფესტს - “წალენჯიხის თავისუფლების ქარტია” მოაწერა ხელი. 

როგორც ხარჩილავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ქარტიაში ასახულია ყველა ის მიდგომა, რაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით აქვთ.

“პრეზენტაციაში დეკლალირებული პრინციპები და მიდგომები ასახულია “წალენჯიხის თავისუფლების ქარტიაში”. ამ წუთიდან, წალენჯიხელი მოქალაქე იქნება თანამონაწილე რეალური თვითმმართველობის”,- განაცხადა ხარჩილავამ.