ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის ვინაობა ცნობილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ახალი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ცესკო-ში პირველი სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ოპოზიციის მიერ იყო წარდგენილი.

ცესკო-ს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს. დამტკიცდა საარჩევნო გრაფიკიც.

შეგახსენებთ, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა გუშინ, 2 აგვისტოს აირჩია.