ცესკო-მ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.2% შეადგინა. საარჩევნო უბნებში საკუთარი ხმა 382 782-მა ადამიანმა დააფიქსირა. 

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში 24.6%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა მცხეთა-მთიანეთში - 13.2%.