ცენტრალურმა საარჩევნო კომისია პირველად შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. თვითმმართველ ქალაქებში, ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.
ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსთავში, 88 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 25 საარჩევნო უბანი. მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.
ამ დროისთვის, ლაცაბიძეს 54,654%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 45,346% აქვს.
ქუთაისში, 124 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 26 საარჩევნო უბანია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.
26 უბნის მონაცემებით, 52,516% იოსებ ხახალეიშვილი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს - 47, 484%.
ფოთში 33 უბნიდან, ამ დროისთის, დათვლილია 11 უბანი, რომლის შედეგების მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.
ბექა ვაჭარაძეს 59,173%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი უგულავას - 40,827%.
ბათუმში, 105 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 13 უბანი. ამ მონაცემებით კი ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. ჩიქოვანს ხმების 52,824% აქვს. “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს კი ამომრჩეველთა 47,176% უჭერს მხარს.