ცესკო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. 

სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი განიხილება.