ცესკოს პირველადი მონაცემები ღამის 3 საათისთვის გახდება ცნობილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველადი წინასწარი მონაცემები უბნების დახურვიდან 7-8 საათში, სავარაუდოდ, 03:00 საათზე გახდება ცნობილი.

"ცესკო არჩევნების პირველად წინასწარ მონაცემებს გასაჯაროების მომენტისთვის მიღებული ოქმების მიხედვით, მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც ცესკოში შემოსული იქნება ოქმების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად, რაც დადასტურებულია წლების მანძილზე არსებული პრაქტიკით",- აცხადებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში.