წინ გვაქვს საინტერესო ფაქტები - გრიგოლ ლილუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის სქემა რომ არ გაშიფრულიყო, მაშინ დღეს საქართველოში შეიძლება, უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.

ლილუაშვილმა თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ეპიზოდი სავარაუდოდ შევა დიდ საქმეში, რასაც ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქვია.

„ ჩვენ აუცილებლად წინ გვაქვს საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება, რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.