თურნავა: სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს

ბატონი გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტბს შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

მინისტრის მტკიცებით, სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს. 

„მე არ ვადასტურებ თქვენს ვერსიებს, ეს მაინც უფრო შავ პიარად და პიარ სპეკულაციებად მიმაჩნია, იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს დღეს ჩვენ ვიმსჯელოთ სამთავრობო ცვლილებებზე. ბატონი გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას”, – განაცხადა თურნავამ. 

ცნობისთვის, ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლებს.