უარს ვამბობ ანაზღაურებაზე, ვიდრე ვითარება არ გაუმჯობესდება - ზუგდიდის საკრებულოს წევრი

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, კუთვნილ ანაზღაურებაზე უარს ამბობს, ვიდრე საქართველოში ვითარება არ გაუმჯობესდება.

სალომე ფაცაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მე ვალდებული ვარ ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე.

დიდი თანხაა არაა მაგრამ მე უარს ვამბობ ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურებაზე, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება.

397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე" - წერს სალომე ფაცაცია Facebook-ზე.