უკრაინა და საქართველო იზიარებენ საერთო მიზანს - ზელენსკი

უკრაინა და საქართველო იზიარებენ საერთო მიზანს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს, გახდნენ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები. ასევე, განხილული იყო ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროდ გავხადოთ“, -წერს ზელენსკი.

უკრიანის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ უკრიანისა და საქართველოს საერთო ამოცანაა, მეგობრული კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორების გაძლიერება.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში დღეს, 23 ივნისს გაიმართა.