უმრავლესობიდან წასული დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან

დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. ფრაქციის სახელწოდება "დამოუკიდებელი დეპუტატები" იქნება. 

საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან დეპუტატები ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე. 

ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. 

ლევან კობერიძის თქმით, ფრაქციაში გაწევრიანების თაობაზე ისინი სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც გამართავენ კონსულტაციებს.