უნდა ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საჭიროა ქვეყანაში დამყარდეს სიმშვიდე და ვისწავლოთ ერთიანობა.

"საჭირო არის, რომ თქვენც და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე. ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდში დასრულდება და უნდა დასრულდეს, თუ არა, მაშინ ხეირობს მხოლოდ ერთი, ჩვენი მეზობელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.