ისრაელის ელჩი: ყოველწლიურად შეინიშნებოდა ურთიერთობების გაღრმავება

საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შაბთაი ცურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

შეხვედრაზე ელჩმა შეაჯამა თავისი განვლილი საქმიანობა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

,,საქართველოში 8 წელი დავყავი და ამ პერიოდის მანძილზე, ყოველწლიურად, შეინიშნებოდა ურთიერთობების გაღრმავება. მუდმივად იზრდებოდა ისრაელიდან ტურისტების ნაკადი, რაც პირდაპირი ფრენების დამსახურებაც იყო“, - განაცხადა შაბთაი ცურმა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ისრაელის ელჩის მიმართ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.