ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ.

“სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ NATO-სგან MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინასა და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ”, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.