ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის - კრისტიან დანიელსონი

ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი საკითხი განვიხილეთ“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ჩატარდა.