ვიბარებ რადიატორებს! - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, პარტია "გირჩში" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. 

"მეძინა, ახლა გამეღვიძა. ამასობაში გირჩში აურზაური ამტყდარა და რაღაცნაირად (ჯერ ვერ ამოვხსენი მოქმედების მექანიზმი, როგორ), აქაც მე აღმოვჩნდი ბუნტისთავი. 

სანამ გავერკვევი: ვხსნი და ვაკეთებ ჯადოს! ვშლი პარტიებს - ძილში! ვიბარებ რადიატორებს!" - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.