პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დღეს რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არ არის მაჟორიტარების სრული სია.
საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარების სია ასე გადანაწილდა:
ელენე ხოშტარია - ვაკის მაჟორიტარული ოლქი;
შალვა შავგულიძე - მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი;
გიგი წერეთელი - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქი;
ტარიელ ნაკაიძე - ხელვაჩაურის ნაწილის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარული ოლქი;
ირმა ნადირაშვილი - რუსთავისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი;
ოთარ კახიძე - ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი;
სერგო რატიანი - საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი;
ზურაბ ჭიაბერაშვილი - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი;
გიორგი ღვინიაშვილი - გურჯაანის, საგარეჯოს,დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი;
ხათუნა გოგორიშვილი - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი;
აჰმედ იმამკულიევი - მარნეულისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი;
არსენ კარაპეტიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი;
ლელა ქებურია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარული ოლქი;
აკაკი ბობოხიძე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქი;
გიგა ბოკერია - ფოთი ხობი სენაკი;
გიგი უგულავა - ზუგდიდი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა:
ვახტანგ კალოიანი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;
თემურ კახიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში: ქედა, შუახევი, ხელვაჩაურის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.