ვინ იქნება მერობის კანდიდატი - კალაძის პასუხი

პატივს ვცემ ყველა კანდიდატს, ვინც თბილისის მერობაზე იქნება წარდგენილი, -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"როდესაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. არჩევნები არის შემოდგომაზე. ამიტომ ოთხი-ხუთი თვით ადრე საუბარი იმაზე, კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებსა და დედაქალაქში ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამაზე ადრეა საუბარი და ცოტა მოგვიანებით", - განაცხადა კალაძემ.