ვულოცავ ბატონ ბიძინას - ირაკლი ღარიბაშვილი

"დღეს არის 1-ელი ოქტომბერი და ბიძინაობა" - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ იმ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც საზოგადოებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ აცნობა.

ირაკლი ღარიბაშივილმა ბიძინაობა და 2012 წლის 1-წლი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება ბიძინა ივანიშვილს მიულოცა. 

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონდა შესაძლებლობა, რომ პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება 1-ლი ოქტომბერი, 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინას ",- თქვა ღარიბაშვილმა