ვულოცავ ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს ამ მნიშნელოვან თარიღს - ანრი ოხანაშვილი

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გერმანიას გაერთიანების დღეს ულოცავს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"დღეს გერმანია გაერთიანების დღეს აღნიშნავს.

ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც არა მხოლოდ გერმანელი ხალხისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იქცა იმედის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ!", - დაწერა ანრი ოხანაშვილმა.