ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ზაქარია ქუცნაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. ქუცნაშვილისთვის მანდატის შეჩერებას პლენარულ სხდომაზე მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის თბილისში გამართული იმ სესიის ორგანიზატორი იყო, რომელიც 20 ივნისის საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით თავად მიმართა.