ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

"გულითადად ვულოცავთ ენტონი ბლინკენს და ვუსურვებ წარმატებებს როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს. ველოდებით თქვენთან მუშაობას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარების მიზნით. ჩვენი მეგობრობა მტკიცეა, როგორც არასდროს! საქართველო არის აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის მიღმა", - წერს ზალკალიანი Twitter-ზე.