ზალკალიანი: დიპლომატიის დროა, რათა შემცირდეს დაძაბულობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს "ტვიტერის" საშუალებით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიპლომატიისა და დაძაბულობის შემცირების დროა. 

"ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა და ბაღდადში აშშ-ს საელჩოზე პროვოკაციული თავდასხმა. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას მისი მოქალაქეები. ახლა დიპლომატიის დროა, რათა შემცირდეს დაძაბულობა", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.