ჟენევაში წნელისის საგუშაგოს საკითხიც დადგება

ჟენევაში ზეგ დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ცხინვალის რეჟიმი სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლები თავად ავრცელებენ.

„ქართული მხარე სახელმწიფო საზღვართან სიტუაციას ძაბავს. არასტაბილურ რეჟიმში დისკუსია გართულდება. ვიმედოვნებთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან ლოგიკურ და დიპლომატიურ გამოსავალს ვიპოვით“, - აცხადებენ ისინი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი 8-9 ოქტომბერს არის ჩანიშნული.