ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ცხინვალსა და სოხუმს ეწვევიან

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები 19 ნოემბერს ცხინვალს ეწვევიან, 20 ნოემბერს კი სოხუმში ჩავლენ.

თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს მხრიდან უსაფრთხოების საკითხებს, ჰუმანიტარულ სიტუაციას და სხვა აქტუალურ თემებს ადგილზე განიხილავენ.

ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 10 და 11 დეკემბერს გაიმართება.