ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას წყვეტს. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე ავრცელებს.

"5-დღიანი შიმშილობა გამარჯვებით დასრულდა. მიშა იცოცხლებს!! საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლა ათჯერ უფრო დიდი შემართებით გრძელდება.მაია კალანდია, მალხაზ ჯალაღონია, ხათუნა შამუგია, და კო, ირაკლი სორდია - მადლობა. ბათლომე შელია - შენ ყველა მოშიმშილის სახელით მადლობა",- წერს ანი წითლიძე.