ზურაბიშვილი: მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ მთვარის კალენდრით ახალი წლის დასაწყისს

საქართველოს პრეზიდენტი, მუსლიმ თანამოქალაქეებს ჰიჯრას - მთვარის კალენდრით ახალ წელს ულოცავს. 

ამის შესახებ სალომე ზურავიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს. 

"ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ჰიჯრას - მთვარის კალენდრით ახალი წლის დასაწყისს.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და მრავალი ბარაქიანი და მშვიდობიანი ახალი წელიწადის საზეიმოდ აღნიშვნას," - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.