ზურაბ პატარაძე ბაქოს მერს შეხვდა - PHOTO

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან, დედაქალაქის მერთან, ელდარ აზიზოვთან. ინფორმაციას აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულსა და ტურიზმის სფეროებში, აგრეთვე კულტურის დღეების ორგანიზების საკითხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მხარეები მიესალმებიან გადაწყვეტილებას ქ. თბილისისა და ქ. ბაქოს დაძმობილების შესახებ. გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში, დასრულდება შესაბამისი სამუშაოები ხელშეკრულების ხელმოსაწერად.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით - დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს საელჩოსა და ბაქოს მერიის მიერ ერთობლივი ღონისძიებების შემუშავების საკითხს.