ერთად გავიხსენოთ კობი ბრაიანტის ლეგენდარული კარიერა - ქვიზი

 41 წლის ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, კობი ბრაიანტი 26 იანვარს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანაც, რომელიც მასთან ერთად მგზავრობდა. 

კალათბურთელის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო გლოვობს. ლოს ანჯელესის ცენტრში გამოფენილ მის ფოტოებთან თაყვანისმცემელთა რიგები არ წყდება. სოციალურ ქსელებში მწუხარებას პოლიტიკოსებიც გამოთქვამენ. 

ლეგენდის ერთგულ ფანებს გთავაზობთ, ერთად გავიხსენოთ და გადავავლოთ თვალი კობი ბრაიანტის კარიერულ გზას.