ჩინეთში შიმპანზემ მომვლელის ტანსაცმელი გარეცხა და გასაშრობად ქვაზე დადო   - VIDEO

18 წლის შიმპანზემ ტანსაცმლის რეცხვა ისწავლა. შიმპანზე იუჰუი ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინის ბინადარია. როგორც The Sun წერს, იუჰუი აკვირდებოდა, როდესაც მისი მომვლელი ტანსაცმელს რეცხავდა. ერთ დღეს მას ვოლიერში მაისური, საპონი და ჯაგრისი დარჩა. შიმპანზემ კი მაისური გარეცხა და გასაშრობად ქვაზე დადო.